2025-02-22 09:57:40, 357 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი გაათავისუფლა
The hill-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი გაათავისუფლა.
„მინდა მადლობა გადავუხადო გენერალ ჩარლზ ბრაუნს 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის, მათ შორის გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელის თანამდებობაზე გაწეული სამსახურისთვის“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის თანამდებობაზე აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტი, დენ კეინი წარადგინა.
გაერთიანებული შტატების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დენ კეინის კანდიდატურა აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,