2025-02-21 18:50:36, 405 ნახვა
მსოფლიო
კიტ კელოგი - ვრცელი და პოზიტიური დისკუსიები მქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ ჰქონდა „გრძელი და ინტენსიური დღე“ უკრაინის ხელმძღვანელობასთან. კელოგის თქმით, იგი ჩაერთო „ვრცელ და პოზიტიურ დისკუსიებში“ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, უკრაინის პრეზიდენტთან, რომელიც, როგორც კელოგი აღნიშნავს, „ომში მყოფი ერის მებრძოლი და მამაცი ლიდერია“.
კელოგი ასევე აფასებს უკრაინის ეროვნული უშიშროების გუნდის ნიჭიერებას და ხაზს უსვამს მათთან სასაუბროდ გამართული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,