23:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 15:56:06, 501 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხში ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ვაჟა-ფშაველას N1 ჩიხში ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაესაუბრა. 

თბილისის მერიის პრესსამსახურის  ინფორმაციით,აღსანიშნავია, რომ ასფალტის ძველი საფარის მოხსნის შედეგად, ობიექტზე 22 მიწისქვეშა ჭა აღმოჩნდა, რომელზეც ასფალტის საფარი იყო გადაგებული. შემსრულებელმა კომპანიამ კომუნიკაციები მოაწესრიგა. მოხდა ჭების აწევა საგზაო ნიშნულამდე, მოეწყო ბორდიურები. 

ამ მისამართზე ორფენიანი ასფალტი 2 492მ2 ტერიტორიაზე იგება. პროექტს  კომპანია „ჯეოსერვისი“ ახორციელებს. პროცესი ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარეობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics