2025-02-21 11:24:34, 484 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლის პრესმდივანი - ველოდებით, როგორ დაამარცხებს ჩვენი ჰოკეის ნაკრები კანადის, მალე აშშ-ის 51-ე შტატის ნაკრებს
თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი აცხადებს, რომ ადმინისტრაცია მოუთმენლად ელოდება, როგორ დაამარცხებს ჰოკეის ნაკრები „კანადის, ამერიკის სულ მალე 51-ე შტატის ნაკრებს“
ქეროლაინ ლივიტის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ს ნაკრების მატჩს დააკვირდება.
„ტრამპი აშშ-ს ჰოკეის ნაკრებს ესაუბრა. მე ასევე ვესაუბრე გუნდის რამდენიმე წევრს, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ პრეზიდენტ ტრამპის კომენტარებით. ტრამპი მოუთმენლად ელოდება დღევანდელ თამაშს და ჩვენ ველოდებით, რომ შეერთებული შტატები დაამარცხებს ჩვენს, მალე 51-ე შტატად ქცეულ კანადას“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,