2025-02-21 10:28:45, 490 ნახვა
მსოფლიო
არგენტინის პრეზიდენტმა ილონ მასკს კონფერენციაზე ბენზოხერხი აჩუქა
არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მილიარდერ ილონ მასკს ბენზოხერხი აჩუქა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მასკის განცხადებით, ეს არის „ბენზოხერხი ბიუროკრატიისთვის“.
მოგვიანებით არგენტინის პრეზიდენტი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შტაბ-ბინას ეწვია.
ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში მილეის შეხვედრები აქვს დაგეგმილი ილონ მასკთან, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,