2025-02-20 15:58:06, 386 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი - ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ
ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი ორშაბათს უკრაინაში ჩავა.
ამის შესახებ ინფორმაციას სანჩესი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
მისი განმარტებით, ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ესპანეთის მხარდაჭერას უკრაინის და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ.
„ორშაბათს ვიქნები კიევში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა უკრაინის დემოკრატიისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. დიდება უკრაინას“, - წერს სანჩესი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,