09:32 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 15:28:45, 462 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ლორა თორნტონს ეზიზღება საქართველო და ქართველი ხალხი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ლორა თორნტონი ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად არის განწყობილი და მას "ეზიზღება ქართველი ხალხი", წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ეკონომიკურ კრიზისს არ უსურვებდა.

მათიკაშვილის თქმით, არ შეიძლება ამის შემდეგ ლორა თორნტონი საქართველოს მეგობრად დარჩეს.

"ამ ქალბატონს ჭურვის გასაშვები ღილაკი რომ მისცეს ვინმემ, სიამოვნებით დააწვება და ჭურვებს საქართველოს ესვრის, მანამდეც ისეთი განცხადებები აქვს გაკეთებული და დღეს ისეთ რამეებზე საუბრობს, რომ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნისთვის მტრული განცხადებებია, რომლის შინაარსი ცალსახაა.

ეს ქალბატონი ვერ იტანს, ეზიზღება საქართველო და ქართველი ხალხი. როგორ შეიძლება, ეკონომიკური კრიზისი უსურვოს ქართველ ხალხს. შეიძლება, მოისაკლისოს გვამების არარსებობა ამ ინსტიტუტმა, რომლის წარმომადგენელიც ის არის საქართველოში, და როგორ შეიძლება ამის შემდეგ ის ჩვენი ქვეყნის მეგობრად დარჩეს? ის არის მტრულად განწყობილი პერსონა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა, მომიტინგეებს მოუწოდა, პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics