08:33 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 15:04:22, 350 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ორი ქალი მოკლა

ჩეხეთის ქალაქ ჰრადეც-კრალოვეში, რომელიც პრაღიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში დანით თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაიღუპა.

პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი ადგილზევე დააკავეს.

თავდაპირველად, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად ორი ქალი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი კი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით დადასტურდა, რომ ორივე ქალი გარდაიცვალა.

დაღუპულთა ვინაობა არ საჯაროვდება.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ჩეხეთის  16 წლის მოქალაქეა. ის სამართალდამცველებმა თავდასხმიდან დაახლოებით 10 წუთში, ადგილიდან 1 კილომეტრის დაშორებით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის მახლობლად ასევე აღმოაჩინა დანა, რომლითაც მკვლელმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ორ ქალს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics