10:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 12:06:46, 332 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში მიმდინარე ომი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრის, რიჩარდ მარლზის განცხადებით, უკრაინის ომის დასრულების საკითხი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„უკრაინაში მიმდინარე ომი უკრაინის პირობებით უნდა გადაწყდეს, რადგან აქ აგრესორი რუსეთია და რასაც სასწორზე ვხედავთ, არის წესებზე დაფუძნებული წესრიგის მთლიანობა, გლობალური წესებზე დაფუძნებული წესრიგი. ჩვენ მივესალმებით მცდელობებს, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება ნებისმიერი პირობებით მოხდეს. ეს უნდა მოხდეს უკრაინის პირობებით და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ამაში“, - აღნიშნა რიჩარდ მარლზიმ.

ამასთან, ავსტრალიის კონსერვატიულმა ოპოზიციამ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია გააკრიტიკა.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ცდება. აზრი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ან უკრაინელმა ხალხმა დაიწყო ეს ომი, ან პასუხისმგებლები არიან ომზე, უბრალოდ არასწორია“, - განაცხადა ლიბერალური ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, პიტერ დატონმა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი იყო.

მისი თქმით, ავსტრალია მტკიცედ და ამაყად უნდა იდგეს უკრაინელი ხალხის გვერდით.

„ეს არის დემოკრატია და ეს არის ბრძოლა ცივილიზაციისთვის. ვლადიმერ პუტინი მკვლელი დიქტატორია და ჩვენ მას ერთი ინჩიც არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა დატონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics