10:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-20 11:35:59, 345 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ჩვენ გრენლანდია უნდა დავიცვათ

ჩვენ გრენლანდია უნდა დავიცვათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გრენლანდიასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გრენლანდია უნდა დავიცვათ. ჩვენ ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება და მეტიც, ჩვენ ეს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის დედაქალაქი, ვაშინგტონი ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ უნდა მართოს.

„ვფიქრობ, ვაშინგტონის, კოლუმბიის ოლქის მართვა საკუთარ ხელში უნდა ავიღოთ და ის უფრო უსაფრთხო გავხადოთ. ვფიქრობ, კოლუმბიის ოლქი ჩვენ უნდა ვმართოთ, კანონისა და წესრიგის დაცვით უნდა ვმართოთ და იგი შესანიშნავი უნდა გავხადოთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში დანაშაულის დონე ძალიან მაღალია.

„ძალიან ბევრი დანაშაულია, გაზონებზე ძალიან ბევრი კარავია. ძალიან ბევრი უსახლკაროა. ჩვენ უსახლკაროებს უნდა მივხედოთ. ამის ვაშინგტონში დაშვება არ შეიძლება, როდესაც ჩემთან ვიზიტით ჩამოდიან, მაგალითად, მაკრონი ჩამოდის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩამოდის, პრეზიდენტი სი ძინპინი ჩამოვა და ამას ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics