10:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 12:07:49, 470 ნახვა

მსოფლიო
სენატორი უიკერი - პუტინმა ციხეში უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება, თუ სიკვდილით არ იქნება დასჯილი

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა მოლაპარაკებებზე ვლადიმირ პუტინისადმი ნდობა, აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, როჯერ უიკერმა უპასუხა, რომ: "არა, პუტინი ომის დამნაშავეა და ციხეში უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება, თუ სიკვდილით არ იქნება დასჯილი".

უიკერმა, რომელიც ასევე აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს ევროპა და უკრაინა არ ესწრებოდნენ: "არ ვიცი რა სქემაა ეს. შესაძლოა, ამ ყველაფერს გარკვეული მეთოდი აქვს", თუმცა დაამატა, რომ საბოლოო ჯამში მოლაპარაკებების მაგიდაზე უკრაინაც უნდა იყოს, რათა "სამართლიანი შედეგი" დადგეს.

"ვლადიმირ პუტინმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი და მას ბრალი უნდა წაუყენონ, გაასამართლონ და დააპატიმრონ, და შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ კიდეც". - დაამატა მან.

NATO-ს ალიანსის სიძლიერესთან დაკავშირებით უიკერმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, "საუკეთესო გზა ევროპული ომის თავიდან ასარიდებლად, რაშიც საბოლოოდ ჩართვა აშშ-საც მოუწევს, არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს 70 წლის მანძილზე ევროპაში არსებული კანონის უზენაესობის აღსრულება და დაცვა. ამიტომ გვაქვს NATO. ამიტომ არსებობს ევროკავშირი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics