10:42 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 10:17:36, 439 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში დრონებით შეტევა იყო

19 თებერვალს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანის იმ რაიონში სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები დრონებით დარტყმის შედეგად სულ მცირე ორი აფეთქების და ხანძრის შესახებ იუწყებოდნენ.

ღამის ოთხი საათისთვის სამარის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ ფედორიშჩევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „კიევის რეჟიმმა“ შეუტია სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის ტერიტორიაზე ოპერატიული და საგანგებო სამსახურები მუშაობენ. გუბერნატორის თანახმად, წინასწარი მონაცემებით არავინ დაშავებულა.

ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კომპანია „როსნეფტს“ ეკუთვნის და ოფიციალური მონაცემებით, წელიწადში 8,9 მილიონ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. ამ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2024 წლის მარტშიც.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დიდი შვიდეულის“ კომუნიკე - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ირანმა არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი
ბენზინის დეფიციტი რუსეთის 50-ზე მეტ რეგიონს შეეხო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გაზრდაზე
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics