12:06 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 08:43:50, 361 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორზე, ფაჰრეთინ ალტუნზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა 18 თებერვალს ანკარაში გაიმართება.

„შეხვედრის ფარგლებში თურქეთ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ასპექტის, უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და სხვა რეგიონული და გლობალური საკითხების განხილვა მოხდება“, - წერს ალტუნი X-ზე.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ოთხშაბათს, 19 თებერვალს საუდის არაბეთს ეწვევა, რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირების შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ.

ასევე, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებს გამართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics