2025-02-17 10:57:38, 313 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ქარიშხალსა და წყალდიდობას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში, კენტუკისა და ჯორჯიის შტატში შტორმსა და წყალდიდობას სულ მცირე ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კენტუკში 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და მისი შვიდი წლის შვილი. ჯორჯიაში, კერძოდ ატლანტაში კი - ერთი.
უამინდობის გამო, კენტუკში 39 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშიარმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა მოთხოვნა კატასტროფების დახმარების დაფინანსების შესახებ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,