|
2025-02-15 13:41:10, 428 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - ჯეი დი ვენსის გამოსვლაზე ივანიშვილის რეჟიმის სიხარული აჩვენებს, რამდენად არ აქვთ წარმოდგენა საერთაშორისო ურთიერთობებზე და რამდენად უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს
იხარული, რომელსაც გამოხატავს ივანიშვილის რეჟიმი ამ გამოსვლასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არ აქვთ წარმოდგენა არც საერთაშორისო ურთიერთობებზე და რამდენად უპირისპირდებიან საქართველოს გაცხადებულ ინტერესებს, – ამის შესახებ თეონა აქუბარდიან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის გუშინდელი გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. აქუბარდიას შეფასებით, როდესაც არ არსებობს პასუხი კითხვაზე, ამ თემების მანიპულაციით რა შედეგს იღებს მთლიანად ქვეყანა, ეს არის პროპაგანდის ხაზის გაძლიერება. „ის სიხარული, რომელსაც გამოხატავს ივანიშვილის რეჟიმი ამ გამოსვლასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არ აქვთ წარმოდგენა არც საერთაშორისო ურთიერთობებზე და რამდენად უპირისპირდებიან საქართველოს გაცხადებულ ინტერესებს, როდესაც დასავლეთისგან იზოლაციის გზით საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველს აცლიან. შესაბამისად, რაც არ უნდა განხილვა იყოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და, მათ შორის, პასუხები ამასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული უსაფრთხოება იქნება კიდევ უფრო გაძლიერებული საქმით. მე აქ მთავარი კითხვა მაქვს ივანიშვილის რეჟიმის მისამართით, რას აკეთებენ ისინი საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების დასაცავად? განცხადებაც არ გაუკეთებია საგარეო უწყებას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასატარებელ უკანონო არჩევნებზე. ამ თემების მანიპულაციით, რა შედეგს იღებს მთლიანად ქვეყანა, როდესაც ამაზე პასუხი არ არის, ეს არის ჩვეულებრივად პროპაგანდის ხაზის გაძლიერება, რათა ძალაუფლება სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ შეინარჩუნოს. ჩვენი ნებისმიერი შეფასება და მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს არა ივანიშვილის ინტერესებს, რომელიც უპირისპირებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს თავის ქმედებებს, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას, ისევე როგორც კონსტიტუციით გამყარებულ დემოკრატიის და ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ვითარებაში, როდესაც პროპაგანდის ხაზით, ისევე როგორც ქმედებებით, ხდება ამ ინტერესების აბსოლუტურად უგულებელყოფა და საუბარი დონალდ ტრამპზე, რომელიც საუბრობს ამერიკის გაძლიერებაზე, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, ჩვეულებრივი მანიპულაციაა. ამ ვითარებაში კიდევ უფრო ზიანდება საქართველოს ეროვნული ინტერესები ,განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ივანიშვილის რეჟიმი არ იყო წარმოდგენილი, მეზობლებისგან განსხვავებით“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)