|
2025-02-15 12:39:09, 344 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტრანსგენდერ პირებს სამხედრო სამსახურში აღარ მიიღებს
აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტრანსგენდერ პირებს სამხედრო სამსახურში აღარ მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „აშშ-ის არმია ტრანსგენდერი პირების სამხედრო რიგებში გაწევრიანებას აღარ დაუშვებს და სამხედრო მოსამსახურეებისთვის გენდერული ტრანზიციის პროცედურების ჩატარებასა და ხელშეწყობას შეწყვეტს“, - აცხადებს აშშ-ის შეიარაღებული ძალები. ამასთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცნობით, „გენდერული დისფორიის მქონე პირებს, რომლებიც აშშ-ის ემსახურებიან, ღირსებითა და პატივისცემით მოეპყრობიან“. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 27 იანვარს აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც პენტაგონს ტრანსგენდერ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით პოლიტიკის განსაზღვრა 30 დღის განმავლობაში დაავალა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)