15:20 - 23 Apr, 2026
|
2025-02-15 10:17:44, 348 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში დროებით დახურა შვიდი აეროპორტი
15 თებერვალს, დილით, „როსავიაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დროებით დახურულია რუსეთის შვიდი ქალაქის აეროპორტები. აეროპორტები დახურულია ასტრახანში, ვლადიკავკაზში, ვოლგოგრადში, გროზნოში, კალუგაში, სარატოვსა და ულიანოვსკში. უწყების განმარტებით, შეზღუდვები უსაფრთხოების აუცილებლობის მიზნით დაწესდა. ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, ადგილი ჰქონდა უკრაინის მხრიდან „მასირებულ შეტევას“ ერთ-ერთ საწარმოო ობიექტზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონს 14 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. 15 თებერვალს დილით, სარატოვის ოლქის ხელმძღვანელმა რომან ბუსარგინმა ტელეგრამ არხზე დაწერა რეგიონში დრონების თავდასხმების მოგერიების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)