15:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-15 08:40:07, 412 ნახვა

მსოფლიო
ჯო უილსონი - მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს, მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად

მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“მოხარული ვიყავი შევხვედროდი სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. მას ესმის თავისუფლებისა და დემოკრატიის მნიშვნელობა მსოფლიოს გარშემო. მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას საქართველოში, ტუნისსა და პაკისტანში დემოკრატიის აღსადგენად და სირიაზე სანქციების შესამსუბუქებლად, რათა სირიელებს დაბრუნებისა და აღმშენებლობის საშუალება მიეცეთ,” - წერს უილსონი.

უილსონის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსურათში მას და რუბიოს გარდა კადრში ასევე არიან კონგრესმენი ნილ დანი (რესპუბლიკური პარტია), სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი (დემოკრატიული პარტია) და სენატორი კრის კუნსი (დემოკრატიული პარტია).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics