01:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 14:35:14, 887 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტელებმა ლიბიაში ისლამისტების პოზიციებზე ავიაიერიში განახორციელეს

ეგვიპტის საჰაერო-საბრძოლო ძალებმა ლიბიაში ჯიჰადისტების დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიში განახორციელეს.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით , საჰაერო-საბრძოლო ძალებმა აღიშნული ქმედება ჯიჰადისტების მიერ 21ქრისტიანი ეგვიპტელის მკვლელობამ და ამ მკვლელობის ამსახველი ვიდეოს სოციალურ ქსელში განთავსებამ გამოიწვია.

ეგვიპტის ხელისუფლების  განცხადებით, მებრძოლებმა საჰაერო იერიში სწავლების ფარგლებში მხოლოდ საწვრთნელ ბაზებზე განახორციელეს. თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, იერიში ქალაქ „დერნაზე“ განხორციელდა.

ამასთან, ქრისტიანების სიკვდილით დასჯას ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ჰათაჰ ალ სისი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ვიდეოს უტყუარობა დადასტურდა, ეგვიპტე შურს იძიებს ჯიჰადისტებზე.

შეგახსენებთ, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“  დაკავშირებულმა ლიბიელმა ჯიჰადისტებმა 21 ქრისტიანი ეგვიპტელი მოკლეს. მათ ქრისტიანებისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტით გაავრცელეს.

ვიდეომასალაში ჯიჰადისტების ერთ-ერთი ლიდერი ასე მიმართავს  ქრისტიანულ სამყაროს- „ჯვაროსნებს უსაფრთხოებაზე მხოლოდ ოცნება შეგიძლიათ”.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics