00:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 14:56:38, 343 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ,,მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში” ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდა.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბაიბა ბრაჟესთან შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.

„ხაზი გაესვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას, ახალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების რისკებს, როგორ იყენებს რუსეთი საქართველოს კრიზისს საკუთარი გავლენების გასაფართოებლად“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ბალტიისპირეთის ქვეყნები გააგრძელებენ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ევროპული მომავლის მხარდაჭერას” - წერს ბაიბა ბრაჟე X ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics