16:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 12:02:50, 352 ნახვა

მსოფლიო
სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა უცხოეთის დახმარების პროგრამების დროებით აღდგენა

ვაშინგტონის საოლქო სასამართლოს განკარგულებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით, სასამართლო პროცესების დასრულებამდე უნდა აღადგინოს უცხოეთის დახმარების პროგრამების დაფინანსება.

გადაწყვეტილება 13 თებერვალს მიიღო ფედერალურმა მოსამართლე ამირ ალიმ. მან განიხილა ორი ორგანიზაციის, შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ადვოკატირების კოალიციის და ჯანდაცვის გლობალური საბჭოს საჩივრები, რომლებიც პრეზიდენტის განკარგულების საერთოდ გაუქმებას ითხოვდნენ. ამ ორგანიზაციებს უცხოეთის ქვეყნებში სამუშაოდ აფინანსებდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო(USAID).

მოსამართლის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ USAID-ის ათასობით პროგრამის დაფინანსება შეაჩერა პროგრამების დეტალური ანალიზის მიზნით, თუმცა არ განუმარტავს, რატომ არის საჭირო ამ საკითხის შესასწავლად კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსების შეწყვეტა და უამრავი ორგანიზაციის დაზარალება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics