|
2025-02-14 11:03:50, 362 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ტრამპის დაბრუნება არის „ელექტროშოკი“, რომელმაც უნდა აიძულოს ევროპა, უზრუნველყოს თავისი და უკრაინის მომავალი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება არის „ელექტროშოკი“, რომელმაც უნდა აიძულოს ევროპა, უზრუნველყოს თავისი და უკრაინის მომავალი. ამის შესახებ მაკრონმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ეანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, მოლაპარაკებების წარმოება საკუთარი ქვეყნის სახელით და აღნიშნა, რომ ისეთი მშვიდობის დაშვება, რომელიც იქნება კაპიტულაცია, ყველასთვის ცუდი ამბავი იქნება, მათ შორის აშშ-სთვის. „ერთადერთი კითხვა ამ ეტაპზე მდგომარეობს იმაში, ნამდვილად, მტკცედ და საიმედოდ სურს თუ არა პრეზიდენტს პუტინს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ამ საფუძველზე. ამის შემდეგ უკრაინელების გადასაწყვეტია მოლაპარაკებები რუსეთთან. ჩვენ ყველამ კოლექტიური სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა. საფრანგეთის პრეზიდენტი დიდი ხანია, ამბობს, რომ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის უსაფრთხოებაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაზრდით და აშშ-სა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებით. ემანუელ მაკრონმა დოანლდ ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტება შეაფასა როგორც ბიძგი ევროკავშირისთვის, მეტი ინვესტიცია ჩადოს საკუთარ თადაცვაში, ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)