16:47 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 13:22:21, 379 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი - რუსეთის და ჩვენი პრეზიდენტის დაჩოქება შეუძლებელია

ჩვენი დაჩოქება შეუძლებელია და რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ამას ჩვენი მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.

„ბოლოს და ბოლოს, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ყველა მაღალი დონის კონტაქტი შეზღუდა, მათ რუსეთის დასჯა და დამცირება სურდათ. შედეგი კი ის იყო, რომ სამყარო აპოკალიფსის ზღვარზე მივიდა“, - წერს დიმიტრი მედვედევი.

მისი თქმით, „პატარა, წინააღმდეგობრივ, მაგრამ ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში წამყვანი ქვეყნის ან პლანეტის მმართველის არსებობა არ შეიძლება“.

„ეს არის გაკვეთილი, რომელიც ქედმაღალმა ამერიკულმა ელიტამ და ე.წ. „დიფ სთეითმა“ (აშშ-ის ბიუროკრატია) უნდა ისწავლონ. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ კონტაქტები და კონსულტაციები ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე რუსეთის მსგავსი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების სურვილი. პრინციპში, ეს უკიდურესად საშიში იქნებოდა, რადგან ჩვენი დაჩოქება შეუძლებელია. რაც უფრო სწრაფად გააცნობიერებენ ამას ჩვენი მოწინააღმდეგეები, მით უკეთესი“, - აღნიშნავს მედვედევი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics