02:17 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 19:30:59, 357 ნახვა

პოლიტიკა
დაინიუს ჟალიმასი - საქართველოში თითოეულმა მოსამართლემ უნდა გააცნობიეროს, რომ ღალატობს ევროპის და კანონის უზენაესობის პრინციპებს

„ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული პირების მიზანში ამოღება, სანქციებზე გადაწყვეტილების მიღებისას. მოსამართლეების, სამართალდამცავი ორგანოების, პროკურორების ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ყველა ეს ჯარიმა, დაკავება და პატიმრობა,“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დაინიუს ჟალიმასმა ევროპარლამენტში ევროპარლამენტარებთან, პეტრას აუსტრევიჩუსსა და ურმას პაეტთან და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებთან ნიკა გვარამიასთან და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოში სამოქალაქო საზოაგდოების მხარდაჭერაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსამართლემ სრულად გააცნობიეროს, რომ ის ღალატობს ევროპის და კანონის უზენაესობის და ადამიანების პრინციპებს და იგრძნოს სანქციები თავად.მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც რეზოლუცია შეეხება, არის, რომ კომისიამ უნდა იმოქმედოს დაუყოვნებლივ ყველა იმ ფინანსების სწრაფი გადამისამართებით ქართული სახელმწიფოს ხერხემლისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის, რომელიც მანამდე საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ მათ გადარჩენის საშუალება მიეცეთ.“ - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics