03:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 16:33:42, 418 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან აქცია სახელწოდებით „მეტი ქალი პარლამენტში“ მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საკანონმდებლო ორგანოში ქალთა გენდერული კვოტირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები სიტყვით გამოდიან და საზოგადოებას მიმართავენ.

აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობის კიბეებთან გამოფენილი აქვთ პლასტსმასის კონტეინერები, სადაც დეპუტატი მამაკაცების ფოტოებია გამოფენილი.

აქციაზე მყოფმა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამნენტში ქალთა ხმების სიმცირეა, რაც უსამართლოა.

მისივე თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ პარტიაში 30%-იან კვოტას ამკვიდრებენ და ამით მაგალითს მისცემენ სხვა პარტიებს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა. იმიტომ, რომ ქალთა ხმა პოლიტიკაში ძლიერი ქალების მონაწილეობით რომ უნდა გაიზარდოს ყველა ვთანხმდებით. საქართველოს პარლამენტში ქალთა ხმების სიმცირეა, რაც უსამართლოა.

ჩვენ - „თავისუფალი დემოკრატები“ მაგალითს ვაძლევთ სხვა პარტიებს და ჩვენ პარტიაში ვამკვიდრებთ 30%-იან კვოტას“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ცნობისთვის, „არც მოძღვარი და არც ქმარი, თავის ბედს წყვეტს  თვითონ ქალი“, - ამ შეძახილებით, სტვენით და ტრანსფარატნეტბით ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასშსეუერთდნენ.

აქციაზე იმყოფებიან „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები და საზოგადოების ცნობილი სახეები. აქციაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics