|
2025-02-12 15:34:26, 455 ნახვა
სამართალი
ნონა ქურდოვანიძე ამაღლობელზე - სასამართლომ გაყალბებული ოქმი გამოიყენა პატიმრობის გასამართლებლად
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ბათუმელები / ნეტგაზეთის დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის შესახებ განცხადება გააკეთა. ქურდოვანიძემ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ პუნქტებზე ისაუბრა, რის მიხედვითაც, მისივე თქმით, 150-ე მუხლის მიხედვით, პოლიციას არ ჰქონდა ამაღლობელის დაკავების უფლება. ნონა ქურდოვანიძე ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციამ დაკავების ოქმი გააყალბა და მასში 173-ე მუხლი ჩაწერა, რაც სამართალდამცავის მიმართ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს. ქურდოვანიძის თქმით, სასამართლომ და პროკურატურამ გაყალბებული დაკავების ოქმი მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის გასამართლებლად გამოიყენა. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციას აქვს უფლება დააკავოს კონკრეტული პირი: სტიკერის შენობის ღობეზე დროებითი განთავსება არ შეიძლება ჩაითვალოს იერსახის დამახინჯებად ან რაიმე ტიპის სამართალდარღვევად, თუმცა თუ ასეთადაც შეაფასებდა პოლიცია მზია ამაღლობელის ქმედებას, მაშინაც არ ჰქონდათ დაკავების უფლება იმიტომ, რომ ამის უფლებას მას არ აძლევს კანონი. კანონი ცალსახად ადგენს, რა შემთხვევაშია პოლიცია უფლებამოსილი კონკრეტული პირი დააკავოს და ამ მუხლით, 150-ე მუხლის საფუძველზე პირის დაკავება მას არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, მათ უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი და აქციის სხვა მონაწილეები და შემდგომ, როდესაც მიხვდნენ რომ ეს იყო სრულიად უკანონო ქცევა მათ გააყალბეს დაკავების ოქმი და ჩაწერეს სხვა მუხლი, რომ თითქოს მზია ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და გააფორმეს 173-ე მუხლით, რომელიც არის სრული სიცრუე და ეს ადასტურებს იმას, რომ ეს ოქმი შეიცავს ყალბ ინფორმაციას. შემდგომ, სასამართლომ და პროკურატურამ გაყალბებული დაკავების ოქმი გამოიყენა იმისთვის, რომ გაემართლებინათ პატიმრობის გამოყენება მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე. აღსანიშნავია, რომ თითქმის 1 თვეზე მეტია გასული, რაც დაკავება მოხდა ადმინსიტრაციული წესით, თუმცა ამ დრომდე არ არის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, არსებობს მხოლოდ დაკავების ოქმი. ამაღლობელის მიმართ არ არის დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოება - მხოლოდ დაკავების ოქმი არსებობს, რომლის კანონიერებაც ასევე გასაჩივრებულია, თუმცა ამ დრომდე შსს-ს არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება შეტანილ საჩივარზე". - თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)