03:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-12 14:24:25, 360 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ბრიუსელის მიერ საქართველოსთან მოლაპარაკების არგახსნა უკვე ცხადად ატარებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ხელის შეშლის ნიშნებს

მაშინ, როცა ფრანჩიზული ადგილობრივი ენჯეო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, შვედეთის დაფინანსებით, საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობს, ნამდვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ახალ გლობალურ ინდექსს აქვეყნებს. კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიუსელის ფარისევლობას და ორმაგ სტანდარტებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, მაშინ, როცა ზოგიერთი ბრიუსელელი ჩინოვნიკი საქართველოს „უკუსვლის“ აღქმის დანერგვას ცდილობს, ფაქტები საპირისპიროს ამტკიცებენ.

„საქართველო უსწრებს ევროკავშირის შვიდ და ნატო-ს 11 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს – გამოიცანით, რამდენს ვუსწრებთ. ყველას. ბრიუსელის მიერ საქართველოსთან მოლაპარაკების არგახსნა არა უბრალოდ უსამართლობაა, ის უკვე ცხადად ატარებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ხელის შეშლის ნიშნებს“, – წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics