11:50 - 24 Jul, 2026
|
2025-02-12 10:29:03, 912 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრი - 18-24 წლის მოხალისეებთან ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმებას ვიწყებთ, ახალგაზრდები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 18-24 წლის მოხალისეებთან ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას იწყებს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებისთვის ერთწლიანი კონტრაქტის დადების პროცედურა, რომელიც, სანაცვლოდ, ერთი მილიონი გრივნას ერთჯერადად გადახდას ითვალისწინებს. „18-დან 24 წლამდე მოხალისეებისთვის ხელშეკრულება ერთი წლით დაიდება და ითვალისწინებს საბაზისო მომზადებას, პროფესიულ მომზადებას და ადაპტაციის კურსს სამხედრო ნაწილში. მოხალისეები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას – ერთ მილიონ გრივნას“, – განაცხადა უმეროვმა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)