|
2016-03-08 15:02:25, 431 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე: საკითხის მოგვარების პოლიტიკური მხარე დანაღმულ ველზე შებიჯებას ემსგავსება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტსაბჭოზე მიღებულ გადაწვეტილებას გამოემხაურა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოხდება და კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია. უსუფაშვილის თქმით, კონსტიტუციით, საქართველოში ქორწინება არის მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ნებაყოფლობით კავშირი და ამ საკითხს ზედმეტი კონსტიტუციური ცვლილება არ სჭირდება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა, არასწორი და კონტრპროდუქტიულია: "რესპუბლიკური პარტია" საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ქორწინებას აღიარებს როგორც ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით ერთობას და არაფერს სხვას. შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობა და კონსტიტუცია ამ თვალსაზრისით სამართლებრივად არ არის ნაკლული. ამ თემით უხალოესი თვეების და საარჩევნო პროცესის დომინირება, ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში, ქართველი ხალხის ინტერესებში, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემა. საკითხის მოგვარების პოლიტიკური მხარე უფრო ემსგავსება პოლიტიკურად დანაღმულ ველზე შებიჯებას, პოლიტიკური მახისკენ ნაბიჯს. ამიტომ პოლიტიკურ შეცდომად ვთვლით ჩვენ ამას და ამიტომ "რესპუბლიკური პარტია" ამ ინიცრების პროცესს პოლიტიკურად გაემიჯნა. ჩვენ პატივს ვცემთ ინდივიდუალურ მოსაზრებებს როგორც ჩვენიი კოლეგა კოალციის წევრების, ისე საკუთარი პარტიის წარმომადგენლების, ვინაიდან ბევრი ამ საკითხს განიხილავს წმინდა მორალურ ჩარჩოში და არ განიხილავს პოლიტიკურ ჩარჩოში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)