05:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 16:22:46, 414 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მახაშვილი - ფული პოლიტიკური პროცესების ამოტრიალებისთვის იხარჯებოდა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში გარე დაფინანსების პრობლემა იმ თვალსაზრისით არსებობდა, რომ lev, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განუცხადა.

მახაშვილის თქმით, გამოიკვეთა, რომ USAID მედია ორგანიზაციების, არასამთავრობოების და პოლიტიკური პროცესების დაფინანსებისთვის ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავდა, რისი დიდი ნაწილიც გაუმჭვირვალე იყო.

„აქ პრობლემა სამი განზომილებით იყო. მედია ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოური წყაროებიდან იყო დაფინანსებული. პოლიტიკური პარტიები პირდაპირი თუ არაპირდაპირი სქემებით იღებდნენ დაფინანსებას. ასევე, საგარეო დაფინანსებას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ სამივე მიმართულებით მოწყვეტილი ვიყავით ისეთ საკითხებს, როგორიცაა დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, პარტიულ იდეოლოგიას მოწყვეტილი დასკვნების გაკეთება. პრობლემა იყო ის, რომ ეს ორგანიზაციები ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებებს მოწყვეტილი იყვნენ და ყურადღებას ისეთ თემებზე ამახვილებდნენ, რომლებიც დონორების დღის წესრიგში ჯდებოდა. როდესაც საგარეო დაფინანსება გამოიყენება იმაში, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარო, ეს სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics