|
2025-02-11 10:27:11, 345 ნახვა
მსოფლიო
რობერტ ფიცო მასკს მიმართავს, მიაწოდოს ინფორმაცია სლოვაკეთში არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიისთვის გაცემული გრანტების შესახებ
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ილონ მასკს წერილით მიმართავს. აღნიშნული წერილი ფიცომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს საგარეო დახმარებისთვის განკუთვნილი USAID-ის სააგენტოს გაუქმებას, უაღრესად მნიშვნელოვანია სლოვაკეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებისთვის. პატივცემულო მინისტრო, ილონ მასკ, გილოცავთ დანიშვნას და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც იღებთ. USAID-ის სააგენტოს გაუქმება ასევე გავლენას ახდენს სლოვაკეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებზე. უდავოა, რომ USAID-იდან მომდინარე ფინანსური რესურსები სლოვაკეთშიც გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის, პოლიტიკური სისტემის დამახინჯებისა და გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის უპირატესობის მისანიჭებლად. იმისათვის, რომ შევძლოთ სასარგებლო და სასიკეთო პროექტების გამიჯვნა სლოვაკეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში უხეში ჩარევისგან, მართებულად მიმაჩნია, მოგმართოთ თხოვნით, მოგვაწოდოთ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მასმედიისა და ცალკეული ჟურნალისტებისთვის გაცემული სუბსიდიებისა და გრანტების შესახებ, რომლებიც მოქმედებდნენ და მოქმედებენ სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. არასრული საჯარო წყაროებიდან ნათელია, რომ USAID-მა ამ სუბიექტებს შედარებით მოკლე დროში რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბსიდიებით დაუჭირა მხარი. პატივცემულო მინისტრო, სლოვაკეთში უცხოური თანხების ბოროტად გამოყენების საკითხი იმდენად სერიოზულია, რომ მზად ვარ, პირადად შეგხვდეთ თქვენ, ასევე, შეგვიძლია, განვიხილოთ სხვა პროექტები, რომლებიც ორმხრივად სასარგებლოა სლოვაკურ-ამერიკული ურთიერთობებისთვის“, – აღნიშნულია რობერტ ფიცოს წერილში.
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)