2025-02-11 09:04:34, 295 ნახვა
პოლიტიკა
ჯო უილსონი - ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების ,,გაძევება უნდა მოხდეს"
ივანიშვილის ოჯახი რეჟიმის მიერ საქართველოს აშშ-ის მტრებისთვის მიყიდვის ბენეფიციარი და ხელშემწყობია, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რეპსუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების "გაძევება უნდა მოხდეს".
„ივანიშვილის ოჯახი რეჟიმის მიერ საქართველოს აშშ-ის მტრებისთვის მიყიდვის ბენეფიციარი და ხელშემწყობია. ისინი უნდა დასანქცირდნენ და მათი დასავლეთიდან გაძევება უნდა მოხდეს: ეკატერინე ხვედელიძე, უტა ივანიშვილი, ცოტნე ივანიშვილი, ბერა ივანიშვილი, გვანცა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი“, - წერს ჯო უილსონი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,