06:40 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 13:35:28, 399 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავს

მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა - მინდა მზია ამაღლობელს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავის თავს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობის რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ობიექტურად ვეღარ აფასებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„მინდა მზია ამაღლობელს გამოვუცხადო ჩემი სოლიდარობა და ვუთხრა, რომ მე თვითონ 50 დღე ვიშიმშილე, ის აქ [„ვივამედში“] გვერდით კორპუსშია. ვიცი, რომ რაღაც მომენტის შემდეგ ადამიანი ობიექტურად ვეღარ აფასებს თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მინდა მზია ამაღლობელს მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თავის თავს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გარდა ამისა, სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე თავის ბრალდებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთელი ეს პროცესი „სასაცილოა“.

„ეს არის ე.წ. პროცესი ე.წ. სასამართლოში და სასაცილოა, როდესაც მე მიწოდებენ ბრალდებულს, იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც მიმდგარია დიდი ძალაყინით, ბულდოზერით და ანგრევს ყველაფერს, რაც ჩვენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული 9 წლის განმავლობაში შევქმენით, ის ხალხი საქართველოს და მთელ მსოფლიოს დასცინის. მე, რომელსაც მთელი მსოფლიო მიცნობს, ამ მდგომარეობაში მამყოფებს და მაიძულებს იმის მაგივრად, რომ ვემსახურო საქართველოს, უკრაინას და გამოვიყენო ჩემი უზარმაზარი გამოცდილება, უმაღლესი კლასის განათლება, ძალიან დიდი კონტაქტები თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ ლიდერებს შორის, მაიძულებს, რომ ვეურთიერთო ე.წ. გამომძიებლებს და ე.წ. პროკურორებს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics