00:12 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 11:47:01, 510 ნახვა

საზოგადოება
„STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ ForSet-ის ინიციატივით გაიმართება - საქართველოს ბანკი ახალგაზრდების მხარდასაჭერად

11 თებერვალს, ForSet-ი მეცნიერი ქალებისა და გოგონების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებას - “STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ გამართავს. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიგონ მეტი STEM-ის, ტექნოლოგიების და მონაცემების სფეროში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ, დაესწრონ სფეროს ლიდერების გამოსვლებს, მონაწილეობა მიიღონ პრაქტიკულ სამუშაო შეხვედრებში, დაამყარონ მნიშვნელოვანი პროფესიული კავშირები, ჩაერთონ სახალისო თამაშებში და მიიღონ საჩუქრები.

„საქართველოს ბანკისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის განათლების მნიშვნელობა უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში, ამიტომ გადავწყვიტეთ, STEM-ის, ტექნოლოგიებისა და მონაცემების მიმართულება ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი გოგონებისთვის, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ForSet-ის ღონისძიების - “STEM-ის დღე: ქალები მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებში“ მხარდამჭერები ვართ. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ არაერთი მსგავსი ღონისძიება გაიმართება, რომელიც მისცემს ახალგაზრდებს მოტივაციას, შეიძინონ ცოდნა და საკუთარი თავი მომავლის პროფესიების მიმართულებით გამოცადონ“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის CSR მიმართულების გუნდში.

ღონისძიება ორგანიზებულია ForSet-ის მიერ და მისი პარტნიორები არიან DataFest Tbilisi, საქართველოს ბანკი, UNDP-სა და შვედეთის, გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამა, IBCCS TAX, UN Women და ტერმინალი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics