|
2025-02-08 14:51:25, 537 ნახვა
მსოფლიო
CNN — პემ ბონდმა აშშ-ს შიდა პოლიტიკაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი გააუქმა
აშშ-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის დირექტივის თანახმად, აშშ-ში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) სისხლისსამართლებრივი მიზნით აღსრულება იზღუდება. ასევე, პემ ბონდიმ აშშ-ში უცხოური გავლენის წინააღმდეგ მომუშავე გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ოპერატიულ-ტაქტიკური სამუშაო ჯგუფი დახურა. FBI-ის შემადგენლობაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ მომუშავე ოპერატიულ-ტაქტიკური სამუშაო ჯგუფი 2017 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კრისტოფერ ვრეიმ შექმნა. ბონდის ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილების მიზანს „რესურსების უფრო აქტიური საკითხების მოსაგვარებლად გამოყოფა და პროკურატურის იარაღად გამოყენებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დასრულება“ წარმოადგენს. ამასთან, პემ ბონდის კიდევ ერთი დირექტივის თანახმად, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი გაუქმდა, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებისა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევის მიზნით მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)