|
2025-02-08 12:35:46, 469 ნახვა
მსოფლიო
ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის 500-მდე თანამშრომელი სამსახურში დააბრუნა
მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის თანამშრომლები სამსახურში დააბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის ფედერალური ოლქის მოსამართლემ, კარლ ნიკოლსმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გათავისუფლებული USAID-ის 500-მდე თანამშრომელი სამსახურში აღადგინა, ხოლო 2200-მდე თანამშრომლის გათავისუფლების გეგმა დროებით დაბლოკა. მოსამართლემ აშშ-ის სამთავრობო მუშაკების პროფკავშირებისა და საგარეო სამსახურის მუშაკთა ასოციაციის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომელიც მათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ USAID-ის დახურვის მცდელობების შესაჩერებლად სასამართლოში შეიტანეს. ამასთან, ნიკოლსმა USAID-ის შენობების გახსნისა და სააგენტოს გრანტების დაფინანსების შესახებ პროფკავშირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლე კარლ ნიკოლსის ბრძანება, რომელიც ძალაში 14 თებერვლამდე იქნება, USAID-ის იმ თანამშრომლების სხვაგან გადაყვანას კრძალავს, რომლებიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია USAID-ის თანამშრომელთა რაოდენობის 10 000-დან 290-მდე შემცირებას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)