|
2025-02-07 16:41:47, 436 ნახვა
მსოფლიო
სირიის სანაპიროზე ცეცხლი გაუჩნდა რუსულ სადაზვერვო გემს
23 იანვარს ცეცხლი გაუჩნდა რუსულ სადაზვერვო გემს "კილდინს", როდესაც ის სირიის სანაპიროსთან დაცურავდა და მართვის მხრივ პრობლემები შეექმნა. ამის შესახებ ინფორმაცია, პარასკევს Associated Press-მა გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, ეს მასალები სამხედროებისგან, კერძოდ, ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან მიიღეს, რომლის გემიც ინციდენტის დროს მახლობლად იყო.მასალებში ნათქვამია, რომ რუსული ხომალდის ეკიპაჟმა უარი თქვა ნატოს გემის დახმარებაზე. სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის ფლოტის საშუალო სადაზვერვო ხომალდი "კილდინი" ხმელთაშუა ზღვაში იმყოფებოდა თურქეთის საზღვაო ძალების წვრთნების მონიტორინგისთვის. გაურკვეველი მიზეზების გამო, გემზე ხანძარი გაჩნდა. სავარაუდოდ, ეკიპაჟი ოთხი საათის განმავლობაში იბრძოდა ხანძრის ჩასაქრობად და საბოლოო ჯამში, საკუთარი ძალებით შეძლო ცეცხლის ჩაქრობა. რუსეთის ხელისუფლებას ინფორმაცია არ გაუვრცელებია გემ "კილდინთან" მომხდარი ინციდენტის შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახლა "კილდინი" კვლავ იმყოფება სირიის სანაპიროზე, ტარტუსის პორტთან, სადაც მდებარეობს რუსული ბაზა. ბოლო ინფორმაციით, რუსული გემები ტარტუსიდან სამხედრო ტექნიკის ექსპორტს ახორციელებენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის პორტის დატოვების შემდეგ პრობლემები ჰქონდა რუსულ გემს "სპარტას". რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე კომენტარსარაკეთებს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა "ასოშიეტიდ პრესთან" კომენტარში თქვა, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მდგომარეობა არ შეიძლება შეფასდეს ცალკეული ინციდენტით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)