23:09 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 13:23:12, 477 ნახვა

სამართალი
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ჩამოინგრევა ეს რეჟიმი, ჩვენც გამოვალთ და სამართალი იზეიმებს

ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა უკვე მეორედ დაიწყო. ამის შესახებ ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. პატიმარი პირდაპირ წერს, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობით უცხადებს და მისი პასუხია "შეტევით შეტევაზე!".

ჩემს ერთგულ თანამებრძოლებს: 

მე ნიკოლოზ ჯავახიშვილი სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. ვგმობ ძალადობას სტუდენტებზე, ჟურნალისტებზე, ქალებზე და ქართველ ხალხზე.

ვშიმშილობდი არაადამიანურ პირობებში (ჯანმრთელობის მდგომარეობა დამიმძიმდა მომიწია ისევ დაბრუნება) საბოლოოდ მოვედი სრულ მზადყოფნაში და ისევ დავიწყე შიმშილობა ყველა მოშიმშილეს და რეჟიმის ტყვეს ვუცხადებ სოლიდარობას. 

განა რამდენს დაგვიჭერენ?!

არ ვიცი რამდენად შევძლებ დაუმორჩილებლობას აქედან  მაგრამ ვეცდები შიმშილობით მაინც!

მადლობას გიხდით ყველას თქვენი გულშემატკივრობისთვის და სამშობლოს ერთგულებისთვის ჯანმრთელობას გისურვებთ მოშიმშილეებს.

ჩემი პასუხია "შეტევაზე -შეტევით".

არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. დავეხმაროთ ერთმანეთს და ბოლოს ვიცი, ჩვენ, ქართველი ხალხი გავიმარჯვებთ, 

ჩამოინგრევა ეს რეჟიმი, ჩვენც გამოვალთ და სამართალი იზეიმებს.

მინდა თხოვნით მოგიწოდოთ, სრული დაუმორჩილებლობისკენ და არდანებებისკენ, გავიმარჯვებთ სახელოვნად,- წერია წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ჯავახიშვილმა ჯერ 5 დღე იშიმშილა, ახლა კი მე-4 დღეა შიმშილობს.   





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics