|
2025-02-06 15:11:46, 345 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში პოლიცია საავტომობილო ვანდალიზმის სავარაუდო რუსულ კვალს იძიებს
გერმანიის პოლიცია გახშირებულ საავტომობილო ვანდალიზმში სავარაუდო რუსულ კვალს იძიებს. გერმანული მედიის ცნობით, საუბარია დივერსიულ კამპანიაზე, რომლის მიზანიც ვანდალიზმის გარემოს დამცველებისა და მწვანეთა პარტიისთვის დაკავშირება იყო. გასულ კვირებში, ბერლინში და ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე, ასევე ბავარიასა და ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მიწებში 270-ზე მეტი მანქანის გამონაბოლქვის მილები სამშენებლო ქაფით ამოავსეს. შემდეგ კი დაზიანებულ მანქანებზე დატოვეს სტიკერები, რომელებზეც გერმანიის მოქმედი ვიცეკანცლერი და მწვანეების კანცლერობის კანდიდატი, რობერტ ჰაბეკია გამოსახული და ასევე, წარწერა: "იყავი უფრო მწვანე!". გამოცემა Spiegel-ის ცნობით, დეკემბერში პოლიციამ რუტინული პატრულირების დროს, ერთ-ერთ ავტომობილში, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, სამშენებლო ქაფის ავზები და ქაფის იარაღი აღმოაჩინა. ცოტა ხნის შემდეგ კი პოლიციას გამონაბოლქვი მილების დაზიანების გამო 43 ადამიანი დაუკავშირდა. გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას, რობერტ ჰაბეკმა აღნიშნა, რომ მომხდარი მასში გაკვირვებას არ იწვევს და მისი პარტია მსგავს ინციდენტებთან გასამკლავებლად მზადაა. "დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს წინააღმდეგ მსგავსი ტიპის თავდასხმები მომდევნო 2-2.5 კვირის განმავლობაში გაიზრდება". - თქვა ჰაბეკმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებს ჯერჯერობით ოთხი ეჭვმიტანილი ჰყავთ. ქალაქ ულმის პოლიციის სპიკერის თქმით, ვანდალიზმის 123 შემთხვევაზე ეჭვმიტანილები არიან გერმანელი, სერბი, რუმინელი და ბოსნიელი მამაკაცები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)