|
2025-02-06 12:09:57, 316 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის შემდეგ, არგენტინაც WHO-ს ტოვებს
არგენტინის მთავრობამ განაცხადა, რომ გეგმავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დატოვებას. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ჯანმოსთან „ჯანდაცვის მართვასთან დაკავშირებული განსხვავებული პოზიციების“ გამო, განსაკუთრებით კი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მიღებული ზომების კონტექსტში. არგენტინის მთავრობის განცხადებით, "დღეს, სამეცნიერო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ჯანმოს წესები არ მუშაობს, რადგან ისინი პოლიტიკური გავლენის შედეგია." და მათი აღსრულება ზოგიერთ შემთხვევაში არგენტინის ჯანდაცვის პოლიტიკის განხორციელებას ართულებდა. პრესსპიკერმა მანუელ ადორნიმ განაცხადა: „არგენტინა მიიჩნევს, რომ საჭიროა მეტი მოქნილობა ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრაში და რესურსების დამოუკიდებლად მართვა". ეს ნაბიჯი მოჰყვება აშშ-ის მიერ მიღებულ ანალოგიურ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ქვეყანამ ჯანმოდან გასვლის პროცესი დაიწყო. ფინანსური თვალსაზრისით, არგენტინა წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ დოლარს გასცემდა ჯანმოს ბიუჯეტში, რაც ორგანიზაციის $6-მილიარდიან ფინანსებში მცირე წილს შეადგენდა. არგენტინული მედიის ცნობით, პრეზიდენტი მილეი უახლოეს დღეებში ხელს მოაწერს ბრძანებას, რომელიც ოფიციალურად დაიწყებს ქვეყნის ჯანმოდან გასვლის პროცესს. ამასთან, მიმდინარეობს მსჯელობა სხვა საერთაშორისო შეთანხმებების გადახედვასთან დაკავშირებით, მათ შორის, პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასვლის საკითხზეც. მთავრობის წარმომადგენლებმა ამ თემაზე დამატებითი დეტალების გაჟღერებისგან თავი შეიკავეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება არგენტინის ინტერესებზე იქნება დაფუძნებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)