|
2025-02-05 16:57:40, 346 ნახვა
მსოფლიო
ბელგიის პოლიცია ბრიუსელში რამდენიმე შეიარაღებულ მამაკაცს ეძებს
ბელგიის პოლიცია ბრიუსელის ცენტრში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარის სროლის შემდეგ შეიარაღებულ მამაკაცებს ეძებს. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერში ბრიუსელში, კლემანსოს მეტროსადგურის შესასვლელთან მინიმუმ ორი შეიარაღებული მამაკაცი ჩანს. ასევე, ჩანაწერში ჩანს ორმხრივი სროლაც. ბრიუსელის პოლიციის სპიკერის, სარა ფრედერიქსის თქმით, ეჭვმიტანილები მეტროში ჩავიდნენ და შესაძლოა, კვლავ მეტროსადგურებში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ფრედერიქსის თქმით, პოლიცია ამ დრომდე ეძებს "ადამიანთა მცირე ჯგუფს, სავარაუდოდ, ორ ან სამ ადამიანს, რომლებიც შესაძლოა, კვლავ შეიარაღებულნი იყვნენ". ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, კალაშნიკოვის ტიპის იარაღს ატარებენ. მათივე ინფორმაციით, სროლა შესაძლოა, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან იყოს დაკავშირებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)