21:27 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-05 14:43:51, 449 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა მარცხით დასრულდება

დონალდ ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა მარცხით დასრულდება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„მჯერა, რომ „მაქსიმალური ზეწოლა“ წარუმატებელი ექსპერიმენტია და მისი ხელახლა ცდა კიდევ ერთი მარცხით დასრულდება, როგორც ეს მისი პირველი ვადის დროს მოხდა“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია აღადგინა.

კერძოდ, აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ავალებს ირანზე „მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა“ სანქციების სერიის მეშვეობით განახორციელოს, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„იმედია, ძალიან ხშირად არ დაგვჭირდება მისი გამოყენება“, - განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics