|
2025-02-05 12:16:40, 494 ნახვა
პოლიტიკა
ბოჟაძე - საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არსებობს - ნიკა გვარამიას დავიბარებდი
საგამოძიებო კომისიის შექმნა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც რეჟიმის სამართლებრივი შეფასება - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას ეყოფა გონიერება და ითანამშრომლებენ კომისიასთან, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ვინც მიიღებს მოწვევას და დაბარებული იქნება კომისიის განხილვაზე, თუ არ ითანამშრომლებს, არსებობს სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლები რომლებიც ასევე ითვალისწინებს კომისიასთან ართანამშრომლობის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. „საგამოძიებო კომისიის შექმნა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის”, როგორც რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. რაც 12 წლის განმავლობაში ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არ მომხდარა. მოხდა მხოლოდ პოლიტიკური შეფასება - ვგულისხმობ იმ შედეგებს, რომელიც დადგა ყველა არჩევნებზე, მათ შორის 26 ოქტომბერს. ახლა მოხდება სამართლებრივი შეფასება - 6 თვე აქვს კომისიას იმისთვის, რომ ამ საკითხებზე იმუშაოს. ის, ვინც მიიღებს მოწვევას და დაბარებული იქნება კომისიის განხილვაზე, თუ არ ითანამშრომლებს არსებობს სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლები - 349, 350-ე, 351-ე, რომლებიც ასევე ითვალისწინებს კომისიასთან ართანამშრომლობის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამის მაგალითები ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ არსებობს ევროპული პრაქტიკა, მაგალითად, პოლონეთში. თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას ეყოფა გონიერება და ითანამშრომლებენ კომისიასთან”, - განაცხადა ბოჟაძემ. კითხვაზე, ვინ წარმოუდგენია მას პირველ რესპონდენტად საგამოძიებო კომისიაში, ბოჟაძემ უპასუხა, რომ დაიბარებდა „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას. „მე მაგალითად, დავიბარებდი გვარამიას და მოვისმენდი, რა დავაშავეთ 7 ნოემბერს, რატომ დაგვარბია სამჯერ, რატომ აიღეს შტურმით “იმედი”. მანამდე, რატომ აიღო და დაარბია ტელეკომპანია “იბერია”. ასევე ვკითხავდი, რატომ გააკოტრა “რუსთავი 2”, ახლა რას ერჩის “მთავარს” და ა.შ”, - განაცხადა ბოჟაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)