|
2025-02-05 11:10:01, 413 ნახვა
მსოფლიო
შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრზე შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა
შვედეთში საგანმანათლებლო ცენტრზე შეიარაღებულ თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის თავად თავდამსხმელიც. შემთხვევა ქალაქ ერებრუში გუშინ მოხდა. „ამჟამად ეს განიხილება, როგორც მკვლელობის მცდელობა, ცეცხლის წაკიდება და დამამძმებელ გარემოებაში ცადენილი დანაშაული იარაღის გამოყენებით“, - თქვა მანამდე პოლიციამ. სროლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა შვედეთის იუსტიციის მინისტრმა გუნარ სტრომერმა და სიტუაციას "ძალიან სერიოზული" უწოდა. შემთხვევის ადგილის მახლობლად მდებარე მაღაზიის თანამშრომელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ხუთი გასროლა“ გაიგო. მოსწავლეების თქმით, რომლებმაც მასწავლებლებთან ერთად თავი ახლომდებარე რესტორანს შეაფარეს, თქვეს, რომ სკოლაში "ნიღბიანი მამაკაცი" შევიდა და სროლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ რისბერგსკის საქალაქო საუნივერსიტეტო კამპუსში, სადაც რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაა განთავსებული, მათ შორის ბავშვებისთვის, ძირითადად 20 წელზე უფროსი სტუდენტები სწავლობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)