12:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 17:09:07, 421 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე USAID-ის შესაძლო დახურვაზე - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით

„კონკრეტული ორგანიზაციები აფინანსებდნენ ქვეყანაში ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, დაპირისპირებას, რევოლუციის მოწყობას“, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას გეგმავს.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვადასტურებდით, რომ იყო კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში აფინანსებდნენ პოლარიზაციას, რადიკალიზმს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, დაპირისპირებებს, რევოლუციის მოწყობას. ალბათ გახსოვთ, როდესაც მიმდინარეობდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, პირველ შემთხვევას ვგულისხმობ, როდესაც ჩვენ უკან გადავდგით ნაბიჯი და არ მივიღეთ აღნიშნული კანონპროექტი. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ მაგალითად, NED-მა გვითხრა,  გაასაჯაროებდნენ ყველა ხარჯს, რაში იხარჯება წამოსული თანხები, თუმცა, რა თქმა უნდა, არაფერი გაასაჯაროვეს, იმიტომ, რომ ვიცით, რა მიმართულებით მიდიოდა ეს თანხები. გუშინ კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წლის არჩევნებზე 24 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა საქართველოში. რას და ვის მოხმარდა ეს ფული, ხედავთ, რა ხდება ქვეყანაში, რა მდგომარეობა გვაქვს ყოველდღიურად, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი დასრულდება. დასრულდება რადიკალიზმი და ფაშიზმიც, რომლის წახალისება ხდებოდა უცხოეთიდან და საკმაოდ მსუყედ ფინანსდებოდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტმა მამუკა მდინარაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა
ბელგოროდის რეგიონში უკრაინის დარტყმების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
სროლაში ეჭვმიტანილი მასწავლებელი, ტრამპს უკრაინის მიტოვებაში ადანაშაულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics