14:10 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-04 11:11:52, 453 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის მსგავსად, ნორვეგიის მთავრობა საქართველოსთვის შეზღუდვებს აწესებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა.

განცხადებაში წერია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფართომასშტაბიანი დარღვევებით ჩატარდა.

"საერთაშორისო დამკვირვებლებმა სერიოზულად გააკრიტიკეს არჩევნები, ამის შესახებ ეუთო-ოდირის დასკვნაშიც წერია". – ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, ქართული ოცნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის და საპროტესტო აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთვის გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს:

"ევროკავშირის მსგავსად ნორვეგიის მთავრობა საქართველოსთვის აწესებს შემდეგ შეზღუდვებს:

  • საქართველოს ხელისუფლებასთან შეწყდება ყველა სახის პროექტი;
  • ნორვეგიის მხრიდან საქართველოს მთავრობას შეუწყდება ყველანაირი ფინანსური მხარდაჭერა;
  • შეწყდება საქართველოსა და ნორვეგიას შორის თანამშრომლობა სამხედრო სექტორში;
  • შემცირდება პოლიტიკური კონტაქტები;"

ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებით, EU-ის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ქვეყანა პარალელური ზომების მიღებას განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics