23:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 20:31:19, 521 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში 24-საათიანი პროტესტი მიმდინარეობს, მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ, თემურ ქათამაძეს და მზი ამაღლობელს

ბათუმში 24-საათიანი პროტესტი მიმდინარეობს - საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ე.წ. მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მე-6 დღეა კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები მხარდაჭერას უცხადებენ ბათუმის აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს, რომელიც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული და  მე-18 დღეა შიმშილობს.

თემურ ქათამაძის მეგობრის თქმით, უწყება თურქეთში დეპორტაციისთვის ამზადებს ქათამაძეს, სადაც მას საფრთხე ემუქრება.

„აპირებენ მედროშის ქვეყნიდან გაძევებას თურქეთში. მას თურქეთში საფრთხე ემუქრება იმიტომ, რომ თურქეთის რესპუბლიკისთვის ისინი განიხილავენ მას, როგორც სეპარატიზმის გამღვივებელ პიროვნებას მხოლოდ იმიტომ, რომ იბრძოდა იმისთვის, რომ იქ შენარჩუნებულიყო ეროვნული თვითშეგნება ქართველებში. თურქეთის რესპუბლიკა ასეთ ადამიანებს განიხილავს, როგორც საფრთხეს თავიანთი სახელმწიფოებრიობისთვის. არის საფრთხე, რომ მოიშორონ ფიზიკურად,“ - ამბობს მოქალაქე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
EIU: დემოკრატიის ინდექსში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics