|
2025-02-03 16:49:57, 396 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ლიდერები დონალდ ტრამპის ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობენ
ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ბლოკი მზად იქნება საპასუხო ქმედებისთვის, თუ დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, – ინფორმაციას „The Guardian“-ი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ტარიფი „ცუდი იქნება როგორც აშშ-სთვის, ისე ევროპისთვის“ და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის აუცილებლობას ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს „სრულიად არასაჭირო და სულელური სატარიფო ომები“ და რომ სასტიკი პარადოქსი იქნება, თუ ბლოკი იძულებული გახდება, დიდი ხნის მოკავშირესთან სავაჭრო ომში ჩაერთოს. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა, ხაზი გაუსვა, რომ ის არასდროს დაუჭერს მხარს მოკავშირეებს შორის დაპირისპირებას, თუმცა თუ შეერთებული შტატები ტარიფებს დააწესებს, ევროპას ერთიანი და მტკიცე პასუხის გაცემა მოუწევს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)