02:05 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-07 14:37:18, 349 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე საუბარი არ ყოფილა

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალ პარტიებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ქვეყნის განვითარების მომავალზე, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ  განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე სწორედ ამასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება მოხდება.

“პრემიერმინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე, არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე არ ყოფილა საუბარი. საუბარი იყო სტრატეგიულ ურთიერთობებზე   კოალიციაში შემავალ პარტიებთან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ კოალიციურ რეჟიმში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს გააჩნიათ სხვადასხვა მსოფლმხედველობა ქვეყნის განვითარებისა, ასევე ქართულ ოცნებას და, რა თქმა უნდა, იქნება პოლიტსაბჭოზე სალაპარაკო შესათანხმებელი გარკვეული საკითხები“, - განაცხადა კალაძემ. 

მინისტრის თქმით, პრემიერსა და "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო კოალიციაში შემავალ პარტიებთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics