|
2025-01-31 15:22:49, 648 ნახვა
ეკონომიკა
FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციულ პროცესებზე ორიენტირება
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვანი და On-premise სერვისების ხარჯების მართვა ეფექტურად შეძლონ. თიბისი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ პრაქტიკას ბანკში იყენებს. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როცა FinOps-ის ათვისება თიბისისთვის რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო გახდა აუცილებელი, რაც ბიზნესის მოთხოვნების ეფექტურობის, მოქნილობისა და ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას უკავშირდება. პროცესი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა კომპანია სრულიად ახალი, ინოვაციური მიდგომის დანერგვას ცდილობს. ამ ცვლილების დანერგვაზე მომუშავე გუნდმა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, კომპანიას მისცა ფინანსური გამჭვირვალობის, ეფექტიანი რესურსების გამოყენებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების განხორციელების საშუალება. თიბისი იაზრებს, რომ FinOps მეთოდოლოგია კომპანიაში მუდმივად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების მისაღებად, თიბისის ტექ გუნდის წევრები FinOps კონფერენციაზეც იმყოფებოდნენ. კომპანიაში FinOps-ის წარმატებული დანერგვის შემდეგ, თიბისიმ ამ პრაქტიკაზე საუბარი და დისკუსია უკვე ორგანიზაციის გარეთ დაიწყო. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვლილი ნაბიჯებით სხვა კომპანიებსაც გავუმარტივოთ იმავე გზის გავლა და ეს გამოცდილება გავუზიაროთ. სწორედ ამიტომ, ამ თემაზე სასაუბროდ საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენციის - Change Inspire-ს სცენა გამოვიყენეთ და ტექ კომუნას გავუზიარეთ ბანკის ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე” - იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)